ბარბარე როსტომაშვილი

ბარბარე როსტომაშვილი

ბიოგრაფია თელავის წმინდა ნინოს სასწავლების დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა მოსკოვის თეატრალურ (სამხატვრო) სტუდიაში, სადაც მას თეატრალურ ხელოვნებას ასწავლიდნენ სტანისლავსკი და ნემიროვიჩ-დანჩენკო. 1905-1917 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, პროფესორ გერეანის ბინაში. მასთან ხშირად იკრიბებოდნენ მოსკოვში მცხოვრები ქართველი სტუდენტები. 1904 წელს ბარბარე როსტომაშვილის ხელმძღვანელობით თელავში დაიდგა აკაკი წერეთლის "პატარა კახი", პიესაში ერეკლე II როლი მან შეასრულა, ხოლო ტურფას როლი მისმა დამ ტასო როსტომაშვილმა (სანდრო ახმეტელის პირველი ცოლი). მას შესრულებული აქვს ნატალიას როლი ფილმში "ქრისტინე" (რეჟისორი, ალექსანდრე წუწუნავა, 1916-1918). ბარბარე როსტომაშვილმა 60 წლის მანძილზე საქართველოსა და რუსეთის თეატრების სცენაზე შეასრულა 100-ზე მეტი როლი; სოფელ ლალისყურისა და ფშაველის კლუბებში მისი ხელმძღვანელობით ტარდებოდა მხატვრული კონცერტები, წიგნების გამოფენები და თეატრალური წარმოდგენები. ბარბარე როსტომაშვილი გარდაიცვალა სოხუმში, შემდეგ მადლიერმა ლალისყურელებმა სოფელ ლალისყურში გადაასვენეს. ივანე როსტომაშვილის შვილი, ტასო როსტომაშვილ-ახმეტელის და. წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.88
ცნობილია: Acting
დაბადების დღე: 1883-01-01
დაბადების ადგილი: Laliskuri, Telavi, Georgia
ასევე ცნობილია: ბაბო როსტომაშვილი, ბარბარე როსტომაშვილი-ვორონოვი, Барбара Ростомашвили

ფილმების ჩამონათვალი ბარბარე როსტომაშვილი