ღარიბი გლეხის ქალიშვილი, თექვსმეტი წლის ქრისტინე აზნაურ იასონ უქმაძის მსხვერპლი ხდება. იასონი წადილს აისრულებს და მიატოვებს ქალს. ქრისტინეს გოგია ეყოლება. მშობლებისა და მეზობლების კიცხვა აუტანელი ხდება, ქრისტინე შვილს ტოვებს, ქალაქში იპარება და საროსკიპოში აღმოჩნდება. ბოლოს დასნეულებული ქრისტინე მათხოვრობით ირჩენს თავს და მშობლიური სოფლის, შვილის, ახლობლების ნახვის ნატვრაში ამოსდის სული.