ლევან ხიდაშელი — ვახტანგ ტაბლიაშვილის 1973 წლის ფილმი, რომელიც გადაღებულია გურამ ფანჯიკიძის რომანის — „მეშვიდე ცის“ მიხედვით. სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი 1970-იანი წლების თბილისელი ახალგაზრდების და მეტალურგიული ქარხნის მუშების ცხოვრებას ეხება. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ახლადმოსული ნიჭიერი ინჟინერი ლევან ხიდაშელი საქმისადმი თავდადებით გამოირჩევა და სწრაფად მიიწევს სამსახურეობრივ კიბეზე, მაგრამ თავის კარიერისტულ გეგმებს მეგობრობას და სიყვარულს თან გადააყოლებს. ცხოვრება ამას არ აპატიებს და მას საშინელი სიმარტოვის გრძნობა ეუფლება.[1]